23.08.2017
ღია კარის კვირეულის სტუმრები ცეცხლაურიდან გამორჩეულად უნდა აღინიშნოს ქობულეთის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქალბატონ მადონა გოგიტიძისა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორების შესანიშნავი პოზიცია ადგილობრივი მუზეუმისა და მატერიალური კულტურის ძეგლების მიმართ. მიმდინარე წელს 2000–ზე მეტი მოსწავლე, მშობელი და პედაგოგი გვსტუმრობდა მუზეუმში. ჩვენ ეს ერთად შევძელით!!! – 8 ივნისს სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები და მშობლები გვეწვივნენ; – ისტორიის პედაგოგის მერი მახარაძის ხელმძღვანელობითი შესანიშნავი ექსკურსია მოეწყო "წარსულში სამოგზაუროდ". საინტერესო ექსპოზიციების კვალდაკვალ მოსწავლეებსა და მშობლებს შთამბეჭდავი ისტორიები მოუთხრო მუზეუმის ექსპოზიციების მენეჯერმა მადონა ბასილაძემ და გიდმა–პედაგოგმა ნინო მეფარიშვილმა.