01.01.1970
მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის 40–მდე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული. მუზეუმში გამართულ შემაჯამებელ საზეიმო შეხვედრას ესწრებოდნენ: – მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების გამგე ბატონი სულხან ნიჟარაძე; – წმინდა კირიონ II სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი ქალბატონი რუსუდან მანელიშვილი და ხელოვნების პედაგოგი ქალბატონი მაგდა ნადარეიშვილი; – დაგვას საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი სოფიკო შავიშვილი; – ქობულეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ვერიკო ცერცვაძე; – აჭყვას საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ქალბატონი ია გორგაძე და გეოგრაფიის პედაგოგი ქალბატონი მარინა ჩხაიძე. – 2016 წელის სიახლე იყო აბონემენტების სისტემის შემოღება; – მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ადმინისტრაციამ შეისყიდა 20–20 აბონემენტი და თითოეული საჯარო სკოლის მოსწავლეებს, განუსაზღვრელი რაოდენობით საშუალება მიეცა უფასოდ ჩართულიყო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებში. – აბონემენტების სისტემამ, ასევე საშუალოდ, 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით 3 000 –ზე მეტ მოსწავლეს მისცა მუზეუმის უფასოდ დათვალიერების საშუალება. – პროგრამების მეტი ეფექტურობისა და უკეთესი კომუნიკაციისათვის მოსწავლეთა და პედაგოგთა წინადადებით მუზეუმში დაფუძნდა "მაქსის მეგობართა კლუბი". – 2016 წლის 7 სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს და პედაგოგებს გადაეცათ "მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის" დამადასტურებელი სრტიფიკატები!!! – "მაქსის მეგობართა კლუბის" წევრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს "მაქსთან".
{morfeo 109}